შალვა ახრახაძე, CFA

მმართველი პარტნიორი

შალვა ახრახაძე 2017 წლიდან არის CFA ინსტიტუტის წევრი (CFA Charterholder). ფინანსებში აქვს 15+ წლიანი მენეჯერული და საკონსულტაციო გამოცდილება საქართველოში და საერთაშორისო ბაზრებზე. 2010 წელს თავისუფალ უნივერსიტეტში მიიღო ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი ფინანსებში. შალვა ასევე სერტიფიცირებული Executive ქოუჩია. 2015 წელს დააფუძნა კომპანია „ფინანსური ლაბორატორია“. დღეს კომპანია ემსახურება მაღალი პროფილის კლიენტებს საქართველოში, უკრაინაში, სინგაპურში, დუბაიში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში. საკონსულტაციო ბიზნესამდე მისი კარიერა მოიცავდა ფინანსური დირექტორის, აღმასრულებელი დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციებს საბანკო, სადაზღვევო, საავიაციო და დისტრიბუციის სექტორებში. ხელმძღვანელობდა სტრატეგიულ ოპტიმიზაციას, რისკების შეფასებასა და ფინანსურ მართვას. შალვას მონაწილეობით მის კომპანიებში განხორციელდა ეფექტიანი ცვლილებები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესის ღირებულება. სასწავლო გამოცდილება მოიცავს მოწვეულ ასოცირებულ პროფესორობას GIPA-ში, მოწვეულ ლექტორობას კავკასიის ბიზნესის სკოლაში (Grenoble Ecole de Management-ის ერთობლივი MBA პროგრამა), კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტში, საფრანგეთში და ერთჯერად თანამშრომლობებს სხვა ევროპულ საგანმანათლებლო ინსტიტუციებში. გამართული აქვს საჯარო ლექციები და ტრენინგები EBRD-ში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, King's College London -ში, PwC აკადემიაში, TBC ბანკის აკადემისა და სხვა პლატფორმებზე. ავტორია წიგნისა „ფინანსური ანალიზი პრაქტიკაში“, რომელიც 2013 წელს გამოიცა. აქტიურად ჩართულია პროფესიულ ასოციაციებსა და საერთაშორისო პროექტებში. შალვა არის წევრი SARAS-ის ფინანსური სტანდარტების კომიტეტის (2019 წლიდან), ასევე - საერთაშორისო პროფესიული კავშირის Gentia Alliance. 2021 წლიდან კი საერთაშორისო საკონსულტაციო პლატფორმის Toptal-ის ფინანსური ექსპერტია.

წიგნი: "ფინანსური ანალიზი პრაქტიკაში" - წიგნის პირველი ნაწილი, გამოქვეყნდა 2013 წელს